თამუნა ვაშალომიძე უკანალს 100 000 დოლარად აზღვევს: “ამას რამე რომ დაემართოს, რა მეშველება…”

მოდელი თამუნა ვაშალომიძე საზოგადოებას მუდმივად აოცებს, სხეულის ინტიმური ადგილების გამოჩენას ის არასდროს ერიდება, შესაბამისად, საზოგადოების ყურადღების ცენტრშიც მუდმივად არის. სექსუალურმა გოგონამ რამდენიმე დღის წინ საკუთარი უკანალის დაზღვევა გადაწყვიტა.

– რამდენიმე დღის წინ დაქალთან დავრჩი სტუმრად. როცა ოთახში შევედი დასაძინებლად, ტანგა მეცვა და სარკეში დავინახე, რომ ძალიან ლამაზი უკანალი მქონია. გავიფიქრე, ამას რამე რომ დაემართოს, რა მეშველება-თქო, ამიტომ გადავწყვიტე დავაზღვიო. ამ დღეებში მივმართავ რომელიმე სადაზღვევო კომპანიას ამ მოთხოვნით. აქ თუ ვერ დავაზღვევ, საზღვარგარეთ დავაზღვევ ჩემს უკანალს 100 000 დოლარად.

წყარო: http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები