დავით თევზაძეს რიგით მე – 11 შვილიშვილი შეეძინა

თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით თევზაძეს რიგით მე – 11 შვილიშვილი შეეძინა. 8 აგვისტოს, ქვეყანას ნიკოლზ ჯანდიერი მოევლინა. ამის შესახებ დავით თევზაძე ფეისბუქის გვერდზე წერს.

რამოდენიმე წუთია, დაიბადა ნიკოლოზ ჯანდიერი, ჩემი მე-11 შვილიშვილი. რაღაც არის სიმბოლური იმაში, რომ დღეს, რვა აგვისტოს დაიბადა. მომავალი საქართველოს მომავალი მცველი. ფეხბედნიერი ყოფილიყოს შენი შემოსვლა ცხოვრებაში ნიკო. გფარავდეს წმ. გიორგი და უფლის მადლი. – წერს დავით თევზაძე

კომენტარები

სხვა სიახლეები