ყველაზე ეკოლოგიური ქალაქი მსოფლიოში

ქალაქი რომელიც იაპონიაში ააშენეს. მისი ყველა სახლი, ყველა ნაგებობა მხოლოდ მზის ენერგიას მოიხმარს, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაცვლად, ელექტრომობილები და ველოსიპედები გამოიყენება. ქ. ფუჯისავა ოფიციალურად ცოტა ხნის წინ გაიხსნა. მასში 1 000 სახლია და 3 000 მაცხოვრებელზე არის გათვლილი.  ამ “ჭკვიან” ქალაქში არ არის ბენზინგასამართი სადგური, სამაგიეროდ ბევრია ელექტრო მანქანების დამტენი პუნქტები. ხოლო მათთვის, ვისაც საკუთარი მანქანა არაჰყავს, ქირავდება ყველა სახის ელექტრომობილი და ველოსიპედი. ქალაქში მოსახლეობის უსაფრთხოება ყველანაირად დაცულია. ღამის საათებში, ელ. ენერგიის ეკონომიის მიზნით, ქუჩები მხოლოდ მაშინ ნათდება, როდესაც მასზე ვინმე მოძრაობს.პროექტის საერთო ღირებულება 500 მლნ. დოლარია. დიდი ბიუჯეტის მიუხედავად,იაპონიაში, მაინც აპირებენ ფუჯისავას მსგავსი ქალაქების მშენებლობას, რადგან ამ ქალაქს, ავტონომიური და სტაბილური განვითარების პერსპექტივა აქვს, უახლოესი 100 წლის მანძილზე.

2015080815160073439

2015080815043273439

2015080815120773439

კომენტარები

სხვა სიახლეები