მეტალის ტატუირება – მოდის “ახალი სუნთქვა”, რომელზეც მსოფლიოსთან ერთად ქართველი “სელებრითებიც” გადაირივნენ

2015 წლის ახალი მოდური ტენდენცია – ახალი სუნთქვა, რომლის გაკეთება ყველას მოუნდება, მითუმეტეს დროებითია. ოქროსა და ვერცხლის შეფერილობის მეტალის ტატუები საოცრად მიმზიდველი და მოდურია ნებისმიერ ფორმატში. კარგად ერწყმის მასიურ სამკაულებს.
tatu1

განსაკუთრებით ლამაზია პლაჟზე, ასე რომ, ზღვაზე დასვენებისასშეგიძლიათ გაილამაზოთ სხეული ამ არაჩვეულებრივი დეკორაციით. ის უკვე ხელმისაწვდომია სხვადასხვა საიტებზე, საიდანაც გამოწერა შეგიძლიათ.
ტატუს მოდელები სხვადასხვა ზომისა და ფორმისაა. მათი გამოყენება სხვადასხვა სახით შეგიძლიათ.

tatu3
თუ სამაჯური გსურთ, სჯობს მზა ლენტები შეიძინოთ, ასევე კანზე ძალიან ლამაზად ჩანს რამდენიმე ერთგვარი ფიგურა ერთად. ნახატი კანზე

 tatu4

3-5 დღემდე ჩერდება, თუმცა თუ მოშორება მოგინდათ, საკმარისია საპონი და რბილი ფუნჯი.
ყელსაბამის ან რაიმე სახის მძივის შესაქმნელად, კომპლექტი ასევე შეიცავს ორ კალიბრიან ჯაჭვს. სტანდარტული ფერებია – ოქროსფერი, ვერცხლისფერი და შავი. ეს ყველაზე მოდური და ელეგანტური ვარიანტია. მათი გამოყენება შეგიძლიათ როგორც დღისით ასევე ღამით.
tatu5

სხვადასხვაგვარი გეომეტრიული ფიგურები განუსაზღვრელი ფორმისა და რაოდენობისაა. მისი დახატვა შეგიძლიათ ყურზე, მასიური და რთლი ფიგურები სხეულის უფრო დიდ ნაწილზე.
მეტალის ტატუთი სხეულზე იხატავენ ეთნიკურ სარიტუალო ნიმუშებსაც, მაგალითად დღესდღეობით ძალიან მოდურია ინდური მოხატულობა.

tatu6
მეტალიკ ტატუს სხეულის ნებისმიერ ნაწილზე ატარებენ: ფეხებზე, ხელებზე, ტერფებზე, ბეჭებსა თუ თეძოებზე, მაგრამ არა სახეზე. ტატუ მეტალის სტილში აუცილებლად უნდა გამოიყურებოდეს, როგორც აქსესუარის, ტანსაცმლის ან ნამდვილი ტატუს ნაწილი.
მეტალის ტატუ განსაკუთრებით ხელსაყრელია მათთვის, ვისაც არ უყვარს მასიური აქსესუარების ტარება, თუმცა არ უნდა მოდას ჩამორჩეს. იდეალური დანამატია საცურაო კოსტუმზე. იკეთებენ ასევე ქორწილში ან პაემანზე.

 

წყარო: www.reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები