შოკოლადის ტორტი ჯანჯაფილით

ინგრედიენტები: მწარე შოკოლადი – 200 გრ, კარაქი – 500 გრ, კვერცხი – 10 ცალი, ფქვილი – 70 გრ, შაქარი – 400 გრ, ჯანჯაფილი – 100 გრ, კაკაო – 3 ს/კ. მინანაქრისთვის: კაკაო – 1 შეკვრა, კარაქი – 200 გრ.

მომზადების წესი: ღუმელი 180 გრადუსამდე გავახუროთ. ორთქლის აბაზანაზე შოკოლადი კარაქთან ერთად გავადნოთ. კვერცხი შქართან ერთად ავთქვიფოთ. გახეხილი ჯანჯაფილი შოკოლადის მასას დავუმატოთ. შემდეგ ფქვილი და კაკაო კარგად ავურიოთ ერთმანეთში. შოკოლადის მასა კვერცხს შევურიოთ. საცხობ ფორმას კარაქი წავუსვათ და მირებული ცომი ჩავასხათ. ღუმელში 40-45 წუთით მოვათავსოთ. მოვაზადოთ მინანქარი: ცეცხლზე კარაქი გავადნოთ და კაკაო დავუმატოთ. ბოლოს მზა ტორტს შოკოლადის მინანქარი მოვასხათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები