ნინი გოგიჩაიშვილის დაკლებული კილოგრამების და სილამაზის საიდუმლო – „გვიან ღამით ვიწყებ ჭამას…“

მოდელი ნინი გოგიჩაიშვილიტელეკომპანია ”ჯი დი ეს”-ზე ”ბინა 18”-ში მუშაობს. ზედმეტი წონა არასდროს აწუხებდა, მისი გარეგნობით ყოველთვის აღფრთოვანებულები იყვნენ, თუმცა ბოლო დროს გადაწყვიტა, რამდენიმე კილოგრამს დამშვიდობებოდა და მიზანს მიაღწია კიდეც.

– ნინი, რას აკეთებ იმისთვის, რომ ასე კარგად გამოიყურებოდე?
– დიეტაზე არასდროს ვყოფილვარ, ამ საკითხში ნებისყოფა საერთოდ არ მაქვს. მიყვარს გემრიელად ჭამა. სამაგიეროდ ვარჯიში არ მეზარება. კვირაში 4-5 დღე სისტემატურად ვვარჯიშობ, რომლის წყალობითაც ბოლო დროს სამი კილო დავიკელი.

– დღეში რამდენ დროს უთმობ ვარჯიშს?
– ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს. საღაამოობით ვიწყებ ვარჯიშს და სატრენაჟორო დარბაზში დიდ დროს ვატარებ. გვიან ღამით ვიწყებ ჭამას და ხშირ შემთხვევაში შოკოლადზეც არ ვამბობ უარს.
nini-gogichaishvili2

– არ გიფიქრია, წონის შენარჩუნებისთვის კვებითაც შეგეწყო ხელი?
– ზოგადად როდესაც ვარჯიშობ, სწორ კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რასაც მხოლოდ ვარჯიშით სამ თვეში მიაღწევ, იგივე შედეგი კვებით და ვარჯიშით ორ კვირაში შეგიძლია, მიიღო. ვარჯიშით რომ გავხდი და შედეგს ვხედავ, კვებას ყურადღებას აღარ ვაქცევ. ვცდილობ, დიდი რაოდენობით წყალი მივიღო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ყველანაირად ვცდილობ, დღეში ორი ლიტრი წყალი დავლიო.

– ამ ყველაფრის პარალელურად როგორც ვიცი, მუშაობ.
– ვმუშაობ და ვსწავლობ. ეს ყველაფერი ვარჯისში ხელს არ მიშლის.
nini-gogichaishvili5
– გოგონებს გახდომის და კარგ ფორმაში ყოფნის სტიმულს, ხშირ შემთხვევაში სიყვარული აძლევს ხოლმე და შენც სიყვარულმა ხომ არ გადაგაწყვეტინა, წონაში დაკლება, მით უფრო რომ ზედმეტი წონა არ გაწუხებდა.
– წონის პრობლემა არასდროს არ მქონია, გენეტიკურად მერგო სიგამხდრე. ოჯახში ყველა გამხდარია. ძალიან სპორტულ ოჯახში გავიზარდე. დედა პროფესიონალი მოცურავეა, ბაბუა ტანმოვარჯიშე იყო და მამა- მორაგბე. ამ ყველაფრიდან გამომდინარე სპორტი ბავშვობიდან ძალიან მიყვარს. ჩემს ოჯახში ძალიან კრიტიკულები არიან. გარშემომყოფები თუ კომპლიმენტებს გვეუბნებიან, ოჯახის წევრებისგან კომპლიმენტის მიღება ძალიან დიდი იშვიათობაა. ამიტომ, ვცდილობ, სულ ფორმაში ვიყო.

– ანუ ამ შემთხვევაში სიყვარული არაფერ შუაშია…
– (იცინის) ნუ, რა ვიცი.

– ვარჯიშში და, ნანუკა გოგიჩაიშვილიც აიყოლიე.
– ნანუკაც ყოველთვის ვარჯიშობდა. უბრალოდ სხვადასხვა დარბაზებში ვიყავით. ახლა ავიყოლიე ერთად ვვარჯიშობთ.

 

წყარო: www.reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები