15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ დიპლომატია, ხალხს სიმართლეს პირში ნუ მიახლით.

კურო
ახლობლების საკუთარი იდეებით გაოცებას შეძლებთ. კარგი დღეა დასვენებისა და სამომავლო გეგმების შესადგენად.

ტყუპი
დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან გელით შეხვედრა. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან.

კირჩხიბი
აკონტროლეთ ემოციები. მოერიდეთ გარშემო მყოფებთან კამათს. ნუ იქნებით ზედმეტად პრეტენზიული.

ლომი
ნუ წამოიწყებთ ახალ პროექტებს. განწყობა რომ არ გაიფუჭოთ, არ იკამათოთ საყვარელ ადამიანთან.

ქალწული
მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. გაესინჯეთ ექიმს და სავარაუდო დიაგნოზებს ნუ დაუსვამთ საკუთარ თავს.

სასწორი
განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები, დაესწარით სპექტაკლებსა და კონცერტებს.

მორიელი
საკუთარი საქმეების მოსაგვარებლად გააუმჯობესეთ არსებული კონტაქტები და ახალი ნაცნობებიც გაიჩინეთ.

მშვილდოსანი
მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. მოერიდეთ აგრესიისა და სიჯიუტის გამოხატვას.

თხის რქა

ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას.

მერწყული
გაუფრთხილდით გულს, დროზე დაწექით დასაძინებლად, მანამდე კი ნახევარი საათი გაისეირნეთ.

თევზები
არ დაიწყოთ ახალი საქმეები, მოერიდეთ მგზავრობს. საცხოვრებელი მისამართის შეცვლას.

 

წყარო: www.astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები