დევიდ ბექჰემმა ქალიშვილს დაბადების დღე გულის ამაჩუყებლად მიულოცა

ცნობილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა თავის ერთადერთ ქალიშვილ ჰარპერს დაბადების დღე გულის ამაჩუყებლად მიულოცა. 10 ივლისს ბავშვს 4 წელი შეუსრულდა. მოსიყვარულე მამამ „ინსტაგრამში“ თავისი რამდენიმე თვის ქალიშვილის ფოტოები გამოაქვეყნა. ამ ფოტოებს მან კომენტარიც მიაწერა.
„ეს ჩემი და ჰარპერის ყველაზე კარგი სურათია. 4 დაუვიწყარი წელი ყველაზე მაგარ ბავშვთან ერთად, გილოცავ დაბადების დღეს“, – დაწერა ბექჰემმა ფოტობლოგში.
დევიდს ძალიან უყვარს შვილი. ცოტა ხნის წინ მან ტატუ გაიკეთა ჰარპერის საყვარელი მულტპერსონაჟის გამოსახულებით. ამ ტატუს გაკეთება მამას შვილმა სთხოვა.

კომენტარები

სხვა სიახლეები