კორტნი და ხლოე კარდაშიანებმა სამხრეთ კაროლინის ზოოპარკში ჟირაფთან ერთად სურათები გადაიღეს

ცნობილი მომღერლის კიმ კარდაშიანის დებმა – ხლოემ და კორტნიმ სამხრეთ კაროლინის ზოოპარკში სასაცილო სურათები გადაიღეს. ზოოპარკში სასეირნოდ წასვლა ხლოე კარდაშიანის იდეა იყო, რომელსაც სურდა დისთვის მორალური მხარდაჭერა გამოეხატა. კორტნი კარდაშიანი დაახლოებით ერთი თვის წინ მეუღლეს და სამი შვილის მამას სკოტ დისიკს დაშორდა. როგორც ირკვევა, დისიკი კარდაშიანს ხშირად ღალატობდა და ბოლო დროს რამდენიმე კვირის განმავლობაში სახლში არ ჩნდებოდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები