ნუკა კვალიაშვილი: „ორი თვის ფეხმძიმეს მუცელი მომეშალა“

რამდენიმე თვის წინ ნუკა კვალიაშვილი სოციალურ ქსელში წერდა, რომ მალე მეორე ბავშვის დედა გახდებოდა.

„ენა და ტუჩი რომ გავიხვრიტე, იმ ღამეს გავიკეთე ტესტი. ისე, უბრალოდ თორემ წინა ფეხმძიმობას ჩემი ახლანდელი მდგომარეობა ნამდვილად არ ჰგავს. დადებითი პასუხი რომ მიჩვენა შოკი მქონდა.

მართალი გითხრა, თავსაც არ ვიცავდი, მაგრამ ფეხმძიმობა დაგეგმილი ნამდვილად არ გვქონია. მაშინვე ნიკუშას მივწერე (დარეკვას აზრი არ ჰქონდა, ენა რომ მქონდა გახვრეტილი ვერ ვლაპარაკობდი).

მალე მოდი სახლში ასეთი ამბავია, არ ვიცი რა ვქნა-მეთქი. იმ ღამეს ორივე შოკირებულები ვიყავით, ბავშვის მოშორებაზე ერთი წამით არ მიფიქრია”, ამბობდა ნუკა.

დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ორი თვის ორსულმა ბავშვი დაკარგა. „ფეისბუქზე“ „რეიტინგში“ გამოქვეყნებული ძველი მასალა გამოაქვეყნა, სადაც მომღერალი სხვადასხვა თემებზე თავის მოსაზრებას გამოთქვამდა და იმასაც ამბობდა, რომ მეორე ბავშვს ელოდება.

„არ ვიცოდი, ბავშვს თუ ელოდებოდი“, წერს ნუკას ერთ- ერთი ფეისბუქმეგობარი.

„ეს ძველი ინტერვიუა, ველოდებოდი, ორ თვეზე მომეშალა“, უპასუხა მეგობარს ნუკიმ.

წყარო: http://www.reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები