ინგრედიენტები: საზამთროს რბილობი – 8 ჭიქა, წყალი – 1 ჭიქა, შაქარი – 3/4 ჭიქა, რეჰანის ფოთლები – 1 ჭიქა, ლიმონის წვენი – 1/2 ჭიქა.
მომზადების წესი: ქვაბში წყალი და შაქარი შევურიოთ და 5 წუთი ვადუღოთ. შემდეგ ცეცხლიდან გადმოვდგათ და რეჰანის ფოთლები ჩავყაროთ. საზამთროს რბილობი დავაბლენდეროთ, ლიმონის წვენი და მიღებული სიროფი დავუმატოთ.