ლინდა ადამია “X ფაქტორს” დაემშვიდობა – „ბოდიშს ვუხდი ჯარჯის, რომ ის ვერ გავაკეთე რისთვისაც მე პროექტში მივედი“

გუშინ „X ფაქტორის“ მორიგი ტური ჟიურის გადაწყვეტილებით ლინდა ადამიამ დატოვა. ის უკვე მესამედ იდგა აუტსაიდერების რიგში და ჟიურიმ აღარ გადაარჩინა. მხოლოდ ერთი ხმა ერგო მას გიორგი გაბუნიასგან, თუმცა ეს უკვე არაფერს არ წყვეტდა.
რამდენიმე საათის წინ კონკურსანტმა სოციალურ ქსელში თაყვანისმცემლების მისამართით მიმართვა გაავრცელა და ბავშვს, რომელსაც ელოდება, ბოდიში მოუხადა.
„დავიწყებ იქიდან რომ რაც მოხდა მოხდა, ამას ვეღარ შევცვლი ვერც მე და ვერც თქვენ ჩემო საყვარელო გულშემატკივრებო. აქამდეც რომ მოვედი ძალიან მიხარია და გული მწყდება ფინალში რომ არ ვიქნები, მაგრამ ამით არაფერი მთავრდება, ჯერ 19 წლის ვარ და ყველაფერს გავაკეთებ რომ ამ პროფესიას არ ჩამოვშორდე და ხალხს სულ ვახსოვდე.

წყარო: www.reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები