1. საშინაო, გრძელი, მუხლამდე ზედები და კოპლებიანი სვიტერი. ახლავე მოისროლეთ ნაგავში.
2. ყურსასმენი ცალი ყურისთვის, პლეერი თუ დინამიკები. ძველი მოდემი, რომელიც 10 ლარადაც კი არავის სჭირდება.
3. ძველი ჭურჭელი. ნუთუ არ გერიდება ასეთი ფინჯნით ჩაის დალევა და სტუმრისთვის გამასპინძლება? გაიტანე ნაგავსაყრელზე – იქნებ ვინმეს გამოადგეს…
4. სოც. ქსელის “ფრენდები”. ჯერ კიდევ არ მოგბეზრებია შეტყობინებები “როგორ ხარ?” ნამდვილად გჯერა, რომ მართლა აინტერესებთ? დიახ, თავისი მოსაწყენი ცხოვრებით დროს გართმევენ. მათ კი ვისაც ნამდვილად აინტერესებს – ისედაც იციან.
5. მაცივარზე მიკრული დიეტა (კარგით რაა).
6. ტელეფონზე უაზრო საუბრები.
8. 33 მაღვიძარა მობილურზე. დააყენე ერთი და გაიგებ.
9. დაგვიანების ჩვევა – ესეც მოიშორეთ. მაწანწალებსაც კი არ სჭირდებათ.
10. წუხილი შეუსრულებელ, გამოუმუშავებელ, მიუღწეველ საქმეზე. არჩეულსა და მომხდარზე. იმ დროს ეს შენთვის საუკეთესო არჩევანი იყო. და შეეშვი…
11. ძველი ჟურნალების 300 კილოგრამიანი მაკულატურა. ახლა ვიკიპედია უფრო აქტუალურია ვიდრე ის ინფორმაციები.
12. ცარიელი, უსარგებლო ურთიერთობები.
13. კოსმეტიკის ნარჩენები, სასტუმროს საპნის ქილები, სინჯები, ცარიელი ბოთლები.
14. “ვერ შევძლებ”, “არ ვიცი”. გაიგე, გაერკვიე, ისწავლე. შენ ორ კილოგრამიანი კარგად დიზაინირებული ტვინი გაქვს – ისწავლე მისი სწორად გამოყენება.
15. დაპირებები ” აუცილებლად დავრეკავ, შევივლი, მოვიტან”.
16. რაც მალე მოიშორებ ნაგავს ცხოვრებიდან, მით მალე გამოჩნდება ახალი, ნამდვილი და ძალიან მაგარი. ისეთი, როგორიც მოგწონს.
17. სურათი, სადაც არ მოგწონს საკუთარი თავი, 150 შეტყობინება – “სად ხარ?” და “აბონენტმა დაგიტოვათ ხმოვანი შეტყობინება”, უსარგებლო გზავნილები მეილზე, ტელევიზორის ყურებით დროის ფლანგვა – ნაგავში! ახლავე!
წყარო: www.reitingi.ge