მოხალისე თამთა შედანია მძიმე მორებს ეზიდებოდა – ცნობილები, რომლებმაც მტაცებელი საკუთარი თვალით ნახეს

გასული კვირა თბილისელებისთვის რთული იყო. ტრაგედიამ თითქოს ყველა გააერთიანა და თბილისის დასუფთავებას საკუთარი ხელით ცდილობდნენ. ბევრმა კი ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველები საკუთარი თვალით ნახა, თუმცა მათი დაჭერა ვერა და ვერ ხერხდებოდა.

სტიქიამ დაზარალებულების დახმარების სურვილი გაუჩინა ”მის საქართველო”თამთა შედანიას, რომლის ამ საქციელმა ბევრი გააკვირვა. ლამაზმანი რამდენიმე დღის განმავლობაში მოხალისედ მუშაობდა. მორებს ისეთივე მონდომებით ეზიდებოდა, როგორც ძლიერი სქესის წამომადგენლები.

თამთასთან ინტერვიუს ჩაწერა მოვინდომეთ, თუმცა მან გვიპასუხა, რომ მოხალისედ პიარის გამო არ წასულა. უბრალოდ, სტიქიის შემდეგ სახლში ვერ გაჩერდა. როცა ვკითხეთ, ასეთი გამხდარი დიდ მორებს როგორ მოერია, გვიპასუხა, რომ ”მზიურისა” და ზოოპარკის ტერიტორიაზე ისეთი განწყობა იყო, შიშის გრძნობა საერთოდ არ ჰქონია, ”სხვანაირად ვერც მოვიქცეოდი, ისევე ვმუშაობდი, როგორც დანარჩენები”, – ამბობს ლამაზმანი. მისი თქმით, არც უნდოდა, მისი მოხალისედ ყოფნის ამბავი სადმე გაჟღერებულიყო. ფოტოებს ყველა იღებდა და არ მეგონა, მეც თუ მოვხვდებოდი კადრშიო, – აღნიშნა მოდელმა.

სანამ მოხალისეები გულმოდგინედ მუშაობდნენ, ზოოპარკიდან გამოქცეულმა ცხოველებმა მოსახლეობა გვარიანად შეაშინა, ვეფხვის მიერ ნოდარ ცუხიშვილის დაგლეჯის ფაქტის შემდეგ კი ქალაქი სრულმა პანიკამ მოიცვა, მათ შორის – ცნობილი სახეებიც.

გაქცეული ცხოველის ერთ-ერთი თვითმხილველი მოდელი მანიკა ასათიანია. მანიკამ ჟურნალისტებს უამბო, რომ გაურკვეველი, კატის მსგავსი არსება მათი სახლის ფანჯარაზე დაეცა, მერე დაბლა დაეშვა და მანქანა სერიოზულად დააზიანა.

Rating

მოგვიანებით მანიკამ განაცხადა, რომ თვითონ მეშვიდე სართულზე ცხოვრობს და ვერც წარმოიდგენდა, მის ზემოთ, კორპუსის სახურავზე ცხოველი თუ მოახერხებდა ასვლას.
მოდელს რამდენიმე კითხვით მივმართეთ:

– მანიკა, ამ ამბების შემდეგ სახლიდან გამოსვლის ხომ არ გეშინია?
– ჩემი თვალით სანამ არ ვნახე, ვერ ვიჯერებდი, რომ შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო. ძალიან შე-მეშინდა, რა თქმა უნდა, თან, ღამე იყო და ამან უფრო იმოქმედა. იმ ღამეს მე-გონა, გარეთ საერთოდ ვეღარ გავიდოდი, მაგრამ რომ გათენდა, დღის შუქზე უკვე სხვა განწყობით გავიღვიძე. დაწყნარებული ვიყავი და ჩვეულე-ბრივად გავედი ქუჩაში, თუმცა მაინც უფრო ფრთხილად ვიყავი და რაღაც ცუდის მოლოდინი კვლავ მქონდა. ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა, ცხო-ველი კიდევ შემხვედროდა.

– გაირკვა, რა ცხოველი შენიშნე შენს კორპუსთან?
– ვერ გაირკვა, იმიტომ, რომ ვერ იპოვეს, მაგრამ ის ვიცი, რომ შავი ფე-რის და კატაზე სამჯერ დიდი იყო.

– გაეცანი ინსტრუქციას, მტაცებელთან შეხვედრისას როგორ უნდა მოიქცე?
– წავიკითხე ინსტრუქცია, მაგრამ იმედია, მისი გამოყენება არ დამჭირდება. მტაცებელი

ცხოველი საკუთარი თვალით ნახა მოდელმა ნინო ორდენიძემაც:

– ნინო, წერდი, რომ შენს სახლთან მტაცებელი ცხოველი შენიშნე.
– კი, და ჩემი თვალით ვნახე! არ ვიცი, ზუსტად რა იყო! ლომის ბოკვე-რი თუ აფთარი. მე ვერ ვხვდები! და არც არავის აინტერესებს, როგორც ვატყობ, რა არის.

– ძაღლების დახმარებით ეძებდნენ?
– კი, 112-დან მოვიდნენ, ალბათ, 15 წუთში! სპეცრაზმი და მე მგონი, ზოოპარკის თანამშრომლები, ძაღ-ლიც ჰყავდათ! ნაკვალევიც იყო იქ და როგორ ვერ მოძებნეს, არ ვიცი! და, რაც მთავარია, წავიდნენ და აღარც მოსულან! მერე დაიწყო განცხადებები, გელანდებათ და გეჩვენებათო!

Rating– გარეთ გასვლის ალბათ შეგეშინდა.
– როდესაც საკუთარი თვალით ხედავ მტაცებელს, ძნელია ჩვეულ რეჟიში ცხოვრება. ძალიან მეშინია, ბავშვები გამოკეტილი გვყავს! იცით, რამდენი ადამიანი ცხოვრობს აქ და ვართ ასე, შიშით ვცხოვრობთ! ალბათ, ჩემი თვალით რომ არ მენახა, ასე არ ვიქნებოდი! და თან როდემდე უნდა ვიყოთ ასე?

– თუ კიდევ გაგრძელდა გაურკვევლობა, რას აპირებ? სულ შინ ჩაკეტილი ხომ ვერ იქნები, გეგმავ ქალაქიდან გასვლას?
– ქალაქიდან ნარმანია გავიდეს! მე რატომ უნდა გავიდე? ველოდები, ჯერ ვნახოთ აბა, რას იზამენ? ველოდები, ზუსტ ინფორმაციას როდის მოგვაწოდებენ! და თუ ესეც ვერ მო-ახერხეს, მერე მოვიფიქრებ, როგორ მოვიქცე, ბევრი იდეა მაქვს.

– ქალაქიდან გასვლაში დასასვენებლად წასვლა ვიგულისხმე.
– (იცინის) ეგეც არ იქნებოდა ცუდი.

 

წყარო: www.reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები