ქუთაისელი კესო გველესიანი 3 დღეა, რაც მოხალისეთა სიაში ჩაეწერა. ის მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებში იღებს. გუშინ გაწმენდით სამუშაოებს ასრულებდა, დღეს მოხალისეებს ცივი სასმელით უმასპინძლდება.
“მზიურის პარკში ასობით ახალგაზრდაა.გაოცებული ვარ, აქ დახმარებისუზარმაზარი ჯაჭვია, მოხალისეებიქალაქს ასუფთავებენ. მათ სხვაადამიანები საჭმლით და წყლითამარაგებენ, დადიან და დაუღალავად კითხულობენ: “ხომ არ გშიათ? წყალი ხომ არგინდათ?” თბილისის ქუჩებში ისეთი რაღაც ხდებოდა და ხდება, რაც, ალბათ, არასდროს,არც 2008-ში ყოფილა. ყველა ყველას ეხმარება, ერთმანეთს თბილ ღიმილს ჩუქნის, მე ასეთიქალაქი არ მინახავს. დღეის შემდეგ არასდროს მოვუსმენ ისეთ ადამიანებს, რომლებიცქართველებზე ცუდს იტყვის- ყველა მობილიზებულია, ყველას ეხმარებიან. მიხარია, ასეთიქართველების ყურება. დღეს პირველად ვამაყობ ქართველობით! ნეტავ სულ ასეთები ვიყოთ,როგორიც დღეს ვართ”,-აღნიშნა კესო გველესიანმა.
წყარო:http://www.interfactnews.ge
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=92AUD0llq6M[/youtube]