ჰოლივუდელ მსახიობს და მომღერალს ჯენიფერ ლოპესს მაროკოში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის ერთი თვიდან ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამის შესახებ TMZ იუწყება. საუბარია ლოპესის კონცერტზე, რომელიც მაროკოს ნაციონალური ტელევიზიით გადაიცემოდა. ამ შოუს დროს ლოპესს ძალზე სექსუალურად ეცვა და ის გამომწვევად იქცეოდა. მომღერალი ასეთივე კონცერტით მაროკოში ადრეც გამოსულა, მაგრამ მაშინ ის ტელევიზიით არ გადაიცემოდა.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=RPOw65ovVuQ[/youtube]