პლაჟის კანონები პოპულარულ კურორტებზე – ჩინეთში აკრძალულია ადამიანის შველა, თუ ის წყალში იხრჩობა

ბევრმა იცის, რომ მრავალ მუსულმანურ ქვეყანაში ქალებს ეკრძალებათ საცურაო კოსტუმით ბანაობა, თუ სპეციალურად გამოყოფილი ადგილი არ არის. თუმცა ბევრი გაოცდება იმით, რომ მსგავსი კანონები აქვთ ისეთ ცნობილ საკურორტო ქვეყნებს, როგორებიცაა ტაილანდი, შრი-ლანკა და მალდივის კუნძულები. კანონის დარღვევისთვის თანხა საკმაოდ სოლიდურია.
ახლა კი იტალიაში გადავინაცვლოთ. ჯარიმა ელოდება იმ დამსვენებელს, რომელიც სველ ტანისამოსს მზისგან დამცავ ქოლგაზე გადაკიდებს.
იტალიიის ზოგიერთ რეგიონში საერთოდ დაუნდობელი კანონები მოქმედებს. პირდაპირი დისკრიმინაცია გარეგნული ნიშნით. მაგალითად: ქალაქ ტროპეაში აკრძალულია გაიხადონ პლაჟზე იმ ქალებმა, რომლებიც “მსუქნები და მახინჯები” არიან. აქვე იტალიაში, კერძოდ პალერმოში მამაკაცებს აკრძალული აქვთ შიშვლებს რუჯის მიღება. ფორმულირება მარტივია: ”მათი ანატომია უსიამოვნო შესახედია”.
საფრანგეთში კი სამართალდამცავს აქვს უფლება დააჯარიმოს ის დამსვენებელი, რომელსაც უსიამოვნო სუნი ასდის.
თუმცა მაინც ყველაზე მკაცრი პლაჟის კანონები ჩინეთშია: მაგალითად ამ ქვეყანაში აკრძალულია ადამიანის შველა თუ წყალში იხრჩობა (ამისთვის მაშველები არსებობენ). აგრეთვე აკრძალულია, დაჟინებით მიაჩერდე ჩაცმული ქალის ფეხებს. ეს დანაშაულად ითვლება და კანონის დამრღვევს რამდენიმე დღიანი ციხე ელოდება.
საკმაოდ კურიოზული კანონებია აშშ-იც. მაგალითად: კალიფორნიაში არსებობს დადგენილება, რის მიხედვითაც ყველა მოქალაქეს აქვს უფლება მიიღოს მზის აბაზანები. ფლორიდაში აკრძალულია საცურაო კოსტუმში სიმღერა, ხოლო კენტუკის შტატში ქალს აკრძალული აქვს გზაზე გამოვიდეს საცურაო კოსტუმში პოლიციელის თანხლების გარეშე.
ყველაზე კურიოზული კანონი მაინც ისრაელში მოქმედებს, კერძოდ ხაიფაში. იქ აკრძალულია დამსვენებელი დათვთან ერთად მივიდეს პლაჟზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები