შეიხი მოზა, რომელიც სპარსეთის ყურის “რუხი კარდინალის” სახელითაა ცნობილი, არაოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია.
ყატარის პირველი ლედი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი, თბილისში ერევნიდან ჩამოვიდა, სადაც ცნობილ დიზაინერთან, ულიანა სერგეენკოსთან და ბიზნეს პარტნიორთან, ფლორა ბურიმსკისთან ერთად, საკუთარ კავკასიურ მოგზაურობას დაუდო სათავე.
თბილისსში მისმა უდიდებულესობამ რუს მეგობრებთან ერთად, ძველი ქუჩები და ანტიკვარული მაღაზიები მოინახულა, ასევე, დაინტერესდა ქართული ეროვნული ტანისამოსითა და სუვენირებით.
შეგახსენებთ, რომ ეს, მოზა ბინტ ნასერის პირველი ვიზიტია საქართველოში. უცნობია, რამდენ ხანს დაჰყოფს იგი დედაქალაქში.
აღსანიშნავია, რომ