სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” ხვალ ეთერში არ გავა. როგორც სოციალურ ქსელში გვერდის ოფიციალურ გვერდზეა განმარტებული, აღნიშნულის მიზეზი ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩია. “მეგობრებო, ხვალ რუსთავი2-ზე ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩია, ამიტომ, ჩემი ცოლის დაქალების შემდეგი, 44-ე სერია შაბათის მაგივრად გავა კვირას, 22:30 საათზე”, – ნათქვამია განცხადებაში.