ნილ როჯერსის ძაღლს, 15 წლის ლაბრადორს, სახელად პოს განუკურნებელი სენი – კიბო აღმოაჩნდა. ექიმების თქმით, ოპერაციის გაკეთება შეუძლებელი იყო და მას მხოლოდ რამდენიმე დღის სიცოცხლე დარჩენოდა. ნილმა გადაწყვიტა, რომ მისი ოთხფეხა მეგობრის ბოლო ემოციები დადებითი უნდა ყოფილიყო და შეერთებულ შტატებში სამოგზაუროდ წავიდა. მას ეგონა, რომ ძაღლი რამდენიმე დღეში მოკვდებოდა და გამოსამშვიდობებელი ტური მოუწყო. ყველას გასაკვირად, 46-დღიანი ტურის განმავლობაში, რომლის დროს ნილი ექიმების ყველა დავალებას ზედმიწევნით ასრულებდა, და ძაღლს წვეთოვანებსაც კი უკეთებდა, ძაღლი გამოცოცხლდა. ახლა ნილი და პო შემდეგ მოგზაურობაში წასვლას გეგმავენ.