აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ქალიშვილმა ლეილა ალიევამ, რომელიც ჰეიდარ ალიევის ფონდის ვიცე-პრეზიდენტია, თავისი განქორწინების შესახებ საზოგადოებას Instagram-ის მეშვეობით ამცნო.
მისი თქმით, ის გაეყარა მეუღლეს, Crocus Group-ის ვიცე-პრეზიდენტსა და მომღერალს ემინ აგალაროვს.
«ბევრისთვის აზერბაიჯანში საიდუმლო არ არის, რომ ჩემი ქორწინება ემინთან ბოლო წლების განმავლობაში ფორმალურ ხასიათს ატარებდა. დიდი ხანია, ცალ-ცალკე ვცხოვრობთ, სხვადასხვა ქალაქებში. მოვიდა დრო, ოფიციალურად გაგვეფორმებინა განქორწინება, რაც გავაკეთეთ კიდეც», — წერს სოციალურ ქსელში პრეზიდენტის ქალიშვილი.
თავად აგალაროვმა Instagram-ში ასევე, დაამატა, რომ ყოფილი მეუღლეები მეგობრებად რჩებიან და შვილებს ერთად აღზრდიან.
წყვილი 2006 წელს დაქორწინდა, 2008 წელს მათ ტყუპი ვაჟები გაუჩნდათ.