1. პორნოგრაფიული კონოთეატრის დამლაგებელი – ამ სამსახურში რას აღარ ნახავს კაცი.ეს ის საქმეა, რომლის შესახებ მოყოლის სურვილი არც მეუღლესთან გექნება, არც მშობლებთან და მეგობრებთან.
2. ცხოველების მასტურბატორი – როდესაც მეცნიერებს ცდებისთვის ცხოველების სპერმა სჭირდებათ, ამისთვის დამხმარეს იძახებენ – სწორედ სპეციალისტს უწევს სტიმულაციის წყალობით მიიღოს ნივთიერება, რომელსაც შემდგომში სამეცნიერო მიზნებისთვის გამოიყენებენ.
3. კანალიზაციის მწმენდავი – კალკუტაში ისეთ მუშას, როგორიც ამ ქალაქის მცხოვრები რაკეშ საჰაა, გამუდმებით მიწის ქვეშ, კანალიზაციის მილში ყოფნა უწევს. მისი უნიფორმა მხოლოდ იასამნისფერი უფორმო ტრუსებია, ხოლო გამწმენდი ინსტრუმენტები – სათლი და თოხი… მამაკაცს გაჭედილი კოლექტორის გაწმენდა ევალება. ის 27 წლისაა და ამ საქმით 10 წელია დაკავებული. არ დაიჯერებთ, მაგრამ მისი ხელფასი თვეში 100 დოლარია.
4. კიდევ ერთი საზიზღარი საქმიანობა ”მოძრავი”, ქუჩის ტუალეტების მწმენდავია… როგორც წესი, ერთი კაბინის დასუფთავებას რამდენიმე წუთი ჭირდება. ამგვარად, ერთ პროფესიონალს დღეში 10-60 ტუალეტის კაბინის დასუფთავება შეუძლია.
5. ნაწლავური აირების დეგუსტატორი – ეს უჩვეულო პროფესია, თუკი ამას შეიძლება პროფესია ეწოდოს, მინეაპოლისელმა გასტროენტეროლოგმა მაიკლ ლევიტმა აითვისა. ის მედიკოსს იმისთვის დასჭირდა, რომ გაერკვია აირებში შემავალი ყველაზე საშიში კომპონენტი. ექსპერიმენტში მონაწილეობას 16 ადამიანი იღებდა.