უიშვიათესი ლალის ქვა 30 მილიონ დოლარად გაიყიდა

უიშვიათესი ლალის ქვა სოტბის აუქციონზე 30.33 მილიონ დოლარად გაიყიდა. მისმა ფასმა აუქციონის ყველა რეკორდი მოხსნა. ქვა 25.59 კარატიანია და მისი ფერი ექსპერტებმა შეაფასეს, როგორც “მტრედის სისხლის” ფერი. ქვას ინკრუსტაცია გაუკეთა მარკ კარტიემ.
იგი თავდაპირველად შეფასებული იყო 12-დან 18 მილიონ დოლარამდე, ხოლო შედეგმა ექსპერტების ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მყიდველის ვინაობა არ ხმაურდება. ამავე დღეს სოტბის აუქციონზე 8.72 კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტი გაიყიდა, რომელიც ნაპოლეონის დის შვილს ეკუთვნოდა. ქვა 15.9 მილიონ დოლარად გაიყიდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები