ლაგოდეხის ჯადოსნური ტყის ,,პერსონაჟი – რეინჯერის დღიური

ორდღიანი წვალების შემდეგ – ,,ტყის ბუ” (strix aluco) – ლაგოდეხის ჯადოსნური ტყის ,,პერსონაჟი”. 🦉

ბუ ბრძენი რომ არის, ხომ იცით! სწორედ ამ სიბრძნეს დაინახავთ, მის თვალებში, როცა შემოგხედავთ. 🦉

მათ არასდროს ეჩქარებათ, შეუძლიათ, მთელი დღის განმავლობაში, ფუღუროს კიდეზე ისხდნენ და ტერიტორა ზვერონ, მოახლოებული ხიფათი დაინახონ, ან, უბრალოდ, სუფთა ჰაერი ისუნთქონ – მხოლოდ ეს აკეთონ… თუმცა, მათ თვალსა და ყურს არაფერი გამოეპარება. 🦉
იშვიათად შეხვდებით, მფრთხალ ბუნებაში, ისეთ მშვიდ, აუღელვებელ არსებას, როგორიც ბუა 🌍

გადაღების პროცესზე კი, ვრცლად, მოგვიანებით მოგახსენებთ, როცა ვიდეოს დავამონტაჟებ 🙏🏻❤️

კომენტარები

სხვა სიახლეები