აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო წესების აღსრულების სამსახურმა სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც სანტა-კლაუსის პერსონაჟი მიგრანტებს ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებისკენ მოუწოდებს. გზავნილში ირონიულად არის ნათქვამი, რომ მიგრანტებმა სანტას „დაუმორჩილებელთა სიასა“ და ზამთრის სიცივეს თავი უნდა აარიდონ და სამშობლოში თვითნებურად დაბრუნება აირჩიონ.
უწყების ინფორმაციით, ნებაყოფლობით დაბრუნების შემთხვევაში, მიგრანტები მთავრობისგან სპეციალური მობილური პროგრამის გამოყენებით 3 000 დოლარის ოდენობის ფინანსური წახალისების მიღებას შეძლებენ და დღესასწაულის ოჯახთან ერთად, სამშობლოში გატარების შესაძლებლობა ექნებათ. პროგრამა 2025 წლის ბოლომდე მოქმედებს.
ვიდეომ სოციალურ ქსელებში დისკუსია გამოიწვია: ნაწილი კამპანიას ირონიულ ფორმად აღიქვამს, ნაწილი კი მას მკაცრი იმიგრაციული პოლიტიკის საკომუნიკაციო ნაბიჯად აფასებს.