“ოჯახს უთხრეს, რომ ბავშვს თევზის კუდი ჰქონდა და სასწრაფოდ ექსპერტიზაზე იყო გადასაყვანი” – კიდევ ერთი გაყიდული ჩვილის რეალური ამბავი
სოციალური ჯგუფის “ვეძებ” დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე გაყიდული ჩვილის კიდევ ერთ რეალურ ისტორიას ასაჯაროებს:
“1989 წელს ოზურგეთის სამშობიაროში გოგონა დაიბადა. ოჯახს უთხრეს, რომ ბავშვს თევზის კუდი ჰქონდა და სასწრაფოდ ქუთაისში, ექსპერტიზაზე იყო გადასაყვანი. რამდენიმე დღეში კი გარდაცვლილად გამოუცხადეს. 2025 წელს “გარდაცვლილმა” გოგონამ ამერიკიდან დარეკა. როგორც გაირკვა, ქუთაისიდან თბილისში, მოსკოვის პროსპექტზე ძიძის სახლში გადაიყვანეს და იქიდან გაყიდეს. ჯგუფის წევრების დახმარებით, მამას გენეტიკური ტესტის თანხა შევუგროვეთ. დღეს დადებითი პასუხი მოვიდა” – წერს თამუნა მუსერიძე. პოსტს გენეტიკური ტესტის პასუხიც ერთვის.