„ეშმაკს აცვია პრადა 2“ – ლეგენდარული ფილმის გადაღებები უკვე დაიწყო

მოდის სამყაროს ყველაზე ცივი მზერა დიდ ეკრანზე ბრუნდება. ლეგენდარული ფილმის „ეშმაკს აცვია პრადა“ გაგრძელების გადაღებები ოფიციალურად დაიწყო. ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე წამყვანმა ჰოლივუდურმა მედიასაშუალებამ, მათ შორის People, The Cut და Variety-მ გაავრცელა. გადაღებების დაწყებასთან ერთად დადასტურდა, რომ ფილმში მონაწილეობას კვლავ მიიღებენ:
მერილ სტრიპი (Meryl Streep) — დაუვიწყარი მირანდა პრისტლის როლში
ენი ჰეთეუეი (Anne Hathaway) — ენდი საჩსის როლში
ემილი ბლანტი (Emily Blunt) — ემილი ჩარლტონი
სტენლი ტუჩი (Stanley Tucci) — ნაიჯელი
ფილმის ახალ ნაწილში მაყურებელი იხილავს ასევე ახალ სახეებს — მათ შორის კენეტ ბრანას (Kenneth Branagh), რომელიც მირანდას მეუღლის როლს შეასრულებს.
მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტის სრული დეტალები ჯერ არ გამჟღავნებულა, ცნობილია, რომ გაგრძელება ეხება მედია ინდუსტრიის ტრანსფორმაციას, ბეჭდური ჟურნალების კრიზისსა და ციფრულ ეპოქაში წარმატების შენარჩუნებას. მირანდა პრისტლი ცდილობს „Runway“-ს კვლავ უხელმძღვანელოს, ამჯერად ციფრული გამოწვევების ფონზე.
გადაღებები მიმდინარეობს ნიუ-იორკსა და იტალიაში, ხოლო ფილმის პრემიერა დაგეგმილია 2026 წლის მაისში — ორიგინალის გამოსვლიდან ზუსტად 20 წლის შემდეგ.

კომენტარები

სხვა სიახლეები