“ეს სილამაზე უნდა გადარჩეს რამენაირად” – ქუჩაში მიტოვებულ ფისოს ოპერაცია სჭირდება

ფეისბუქ-მომხმარებელი, სალომე წერეთელი სოციალურ ქსელში ქუჩაში მიტოვებული ფისოს ფოტოებს აქვეყნებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს:
“მეგობრებო, არასოდეს მსგავსი თხოვნა და ღაღადი ჩემს კედელზე არ დამიწერია !
ახლა მიწევს სამწუხაროდ მაგრამ დიდი იმედით!
გუშინ ეს ულამაზესი, მოვლილი და საოცარი ფისო ვიღაცამ ასე დასვა გლდანში ღობეზე და წავიდა!
რომ ვნახე აღმოჩნდა რომ ფეხი ჰქონდა ნატკენი, სისხლიანი და ვერ დავტოვებდი, არც ინძრეოდა და ვერ ჩამოდიოდა.
რა თქმა უნდა ვერ დავტოვე, წავიყვანე ექიმთან და რენტგენზე გამოჩნდა ორი მოტეხილობა.
ერთი არის ღია, ძვალი გარეთაა ამოწეული და მიდის პროცესი.
იქიდან გამომდინარე რომ სამსახური არ მაქვს და არც შემოსავალი, ხოლო ეს სილამაზე უნდა გადარჩეს რამენაირად, გთხოვთ დახმარებას დიდი იმედით!!! ოპერაცია ფეხის გადასარჩენად გასაკეთებელია ამ დღეებშივე, ჯდება ძალიან ძვირი- სავარაუდოდ 1000 ლარზე ან მეტზეა საუბარი და კი ასეთი ფასებია დაუჯერებელი.
თუ ექიმები, რომლებსაც უკვე დავუკავშირდი გადაწყვეტენ ამპუტაციას და ვერ შეუნარჩუნებენ ძვალს და კუნთს, ესეც მიახლოებოთ 500 ლარზე ადის…
პატრონზე რომელმაც უსუფთავესი, საყელოიანი ჟელეს ჭამაზე მიჩვეული ცხოველი ასე დააგდო, არაფერს ვიტყვი ახლა. პირველადი დახმარება რაც დასჭირდა თავის თავზე აიღო არაჩვეულებრივმა #ცუკაფოდნმა, მაგრამ მათ რესურსებს შემდეგი ეტაპები აღემატება!
ერთადერთი რაც მინდა ახლა, რამენაირად დავეხმაროთ !
ანგარიში: #GE69BG0000000714739800” – წერს სალომე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები