*ჰეტი გრინი ოფიციალურად მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში, როგორც “ყველაზე ძუნწი ქალი ისტორიაში”.
1835 წელს ამერიკაში დაბადებული ჰეტი იყო მდიდარი ბიზნესმენის ერთადერთი ქალიშვილი. მან მამისგან მიიღო დაახლოებით 7,5 მილიონი დოლარი (2024-ში მილიარდი დოლარი). ოცდაერთი წლის ასაკში იგი გადავიდა ნიუ-იორკში, რათა ინვესტირება მოეხდინა უოლ სტრიტში, რამაც მიიღო მეტსახელი “უოლ სტრიტის ბოროტი ჯადოქარი”.
ჰეტი მილიონერს გაჰყვა ცოლად, მაგრამ ძალიან ეკონომიურად ცხოვრობდა, ჭამდა ტორტის ნარჩენებს და სასურსათო მაღაზიებიდან დარჩენილ დამტვრეულ ორცხობილებს. ყოველდღიურად იდგა რიგში უფასო ძვლებისთვის საკუთარი ძაღლისთვის.. ის ძალიან ეკონომიური იყო, სიკვდილამდე ეცვა იგივე საცვალი, რომელიც თექვსმეტი წლის ასაკში შეიკერა.
გავრცელებული ინფორმაციით, არასოდეს გამოუყენებია ცხელი წყალი, ეცვა იგივე შავი კაბა, სანამ არ გაცვდებოდა,ჭამდა ღვეზელებს, რომელთა ღირებულება მხოლოდ ორი ცენტი იყო.
როდესაც მისმა შვილმა ფეხი მოიტეხა, ფულის დახარჯვის თავიდან ასაცილებლად გადადო მკურნალობა, რამაც ფეხის ამპუტაცია გამოიწვია.
ჰეტი გრინი 1916 წელს 81 წლის ასაკში ნიუ-იორკში ინსულტით გარდაიცვალა და გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც “ყველაზე ძუნწი მსოფლიოში”.
სიძუნწის მიუხედავად, ჰეტიმ დიდი ქონება დატოვა. მისი შვილები გულუხვები იყვნენ და ქალიშვილმა მემკვიდრეობით მიღებული ფულით უფასო საავადმყოფოც კი ააშენა.
წყარო: დანიელ არენსონი, სამეცნიერო და ფანტასტიკის ავტორი
სხვა სიახლეები