რატომ არ ცხოვრობს ქმართან ოლენა ზელენსკა – უკრაინის პირველი ლედის განმარტება

უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ The Jerusalem Post-თან ინტერვიუში​ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეცვალა ომმა მეუღლესთან მისი ურთიერთობა.
მისი თქმით, ამჟამად ქმართან, თითქმის არ ცხოვრობს. მეუღლეები ომის გამო ერთად დიდ დროს ვერ ატარებენ.
ზელენსკას თქმით, მის ქმარს უსაფრთხოების მიზეზების გამო, თავის კაბინეტში სძინავს. მეუღლეები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, რადგან პირველი ლედი დიდი დროს ბავშვებთან ატარებს.
უკრაინის ლიდერი ცოლთან შეხვედრა მხოლოდ დღის საათებში შეუძლია, ოლენა ზელენსკა მასთან იშვიათ შეხვედრებს “გამართლებას” უწოდებს.
“თუ გაგვიმართლებს, ერთმანეთს სადილზე ოფისში შევხვდებით ხოლმე. ამჟამად, არცერთ ჩვენგანს არ შეუძლია თავს დასვენების ან გართობის საშუალება მისცეს”,- თქვა უკრაინის პირველმა ლედიმ.

კომენტარები

სხვა სიახლეები