ასტროლოგი, რამაზ გიგაური 15-21 მარტის პერიოდზე საუბრობს და მიმდინარე საფრთხეების შესახებ პროგნოზს ავრცელებს:
“15-21 მარტის ნეგატიური შუალედის შესახებ
/© რამაზ გიგაური/
ადრეც დავწერე, რომ მარტის მეორე დეკადა საკმაოდ რთული იქნება, მოიმატებდა ხიფათის, დაპირისპირებებისა და შეტაკებების ალბათობა. პრინციპში, მოვლენები ასეც განვითარდა (როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს მასშტაბით).
თუმცა კიდევ ერთ ნეგატიურ ტენდენციას უნდა გაესვას ხაზი.
15-21 მარტის შუალედში მზე და მერკური შეერთებაში იქნება ნეპტუნთან და ნეგატიურ ასპექტში იქნება მარსთან. ამიტომ ამ პერიოდში:
* მოიმატებს ცდუნების, ილუზიების და საკუთარი თავის მოტყუების ალბათობა;
* ბევრ ადამიანს შესაძლოა დაესიზმროს ნეგატიური, საშიში და კოშმარული სიზრები;
* გაძლიერდება მომავლის ნეგატიური შეგრძნება, შიშები და ფობიები;
* მოიმატებს ჭორების, ინტრიგებისა და შანტაჟის ალბათობა. არ გამოირიცხება გასაიდუმლოებული ინფორმაციის „გაჟონვა“ ან მიზანმიმართული გამჟღავნება;
* ყურადღებას ითხოვს მომწამლავი და ისეთი ნივთიერებები, რომლებიც თრობას და „კაიფს“ იწვევს (ალკოჰოლი, ნარკოტიკი). ამ პერიოდში არსებობს მსგავსი სიტუაციების გართულების და საერთოდ, შემთხვევების ლეტალურად დასრულების მაღალი ალბათობა;
ასე რომ, რეკომენდებულია მაქსიმალური პრაქტიკულობის, პრაგმატულობის და სიფრთხილის გამოჩენა. ინფორმაცია, საბუთები უნდა გადამოწმდეს და ამის შემდეგ უნდა იქნას გადაწყვეტილება მიღებული. მინიმუმზე უნდა დავიდეს ალკოჰოლის გამოყენება და არ უნდა იქნას მიღებული უცნობი ნივთიერები.
გისურვებთ სიმშვიდეს, ჯანმრთელობას და ყველაფერს საუკეთესოს!” – წერს გიგაური.
Next Post
სხვა სიახლეები