თამაზას ძმა უკრაინაში იბრძვის – „როგორც კი ომი დაიწყო, წავიდა“

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილის, 24 წლის თამაზ ლოხიშვილის ძმა უკრაინაში ომის დაწყების დღიდან იბრძოდა და ის ფრონტიდან გუშინ დაბრუნდა. თამაზა ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.
თამაზა: – უკრაინაში როგორც კი დაიწყო ომი, ჩემი ძმაც წავიდა. მამაჩემი, ბიძაჩემიც მებრძოლია, მამა ტანკისტი იყო, ახლა უკვე წამოვიდა ჯარიდან. სულისკვეთება როცა გენეტიკაში გაქვს, გადაწყვეტილება მაშინვე მიიღო და წავიდა. ჩემი დიდი ბებია უკრაინელია, მამაჩემის ბებია. აქედან გამომდინარე, თავი ორმაგად ვალდებულად იგრძნო და ამ არასამართლიან ომში წავიდა.
არ ვიცი, რა გეგმები აქვს, ჯერ საუბარი ვერ მოვახერხეთ.
– ერთმანეთს ჰგავხართ?
– ჩემი ძმა დინჯია, გაწონასწორებული. მე მხიარული, ლაღი, პოზიტიური ვარ.

წყარო: https://primetime.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები