”ეს სქრინი ვრცელდება… უკვე მივმართე სამხარაულის ექსპერტიზას…” – რა ყალბი წერილები გაუვრცელეს გურამს (ფოტო)

“პრაიმჰაუსის” მონაწილე გურამ შეროზია ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ სამხარაულის ექსპერტიზა და სხვა შესაბამისი ორგანოები უკვე ჩართულია ამ საქმეში და მალე გამოამჟღავნებს იმას, ვინც ყალბ ინფორმაციას ავრცელებს და დაისჯება.

“ეს სქრინი ვრცელდება ტიკტოკზე და ფბ-ზე, ასევე ლაივში გააჟღერა ერთ-ერთმა მონაწილემ.
უკვე მივმართე სამხარაულის ექსპერტიზას, შესაბამის ორგანოებსაც და ყალბი სქრინის გავრცელებისთვის – ზომებს მივიღებთ!

ვინც დაიჯერეთ – საღოლ, ზუსტად ასე აბდა-უბდა გრამატიკით ვწერ ხო, ამ ლექსიკით და ასე ვექცევი მეგობრებს თქვენი აზრით? ან დრო, ან seen, არაფერი რომ არ აქვს, ფოტოშოპიც რომ არ იციან.
დავიღალე, ვეღარაფერზე გავჩუმდები!” –  წერს გურამ შეროზია.

კომენტარები

სხვა სიახლეები