ქეთი მეისრიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება, რათა გამოჯანმრთელდეს და სრულად განკურნებული დაგვიბრუნდეს
VI კლასის მოსწავლეს, ქეთი მეისრიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. გოგონას აქვს ჰოჯკინის ლიმფომა, რის გამოც ის მკურნალობდა საქართველოს და თურქეთის კლინიკებში. ამ ეტაპზე, ქეთის მკურნალობის კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი კურსი ესაჭიროება. ამის შესახებ, 99 სკოლის დირექტორი, ნინო მესხიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:
“მოგესალმებით მეგობრებო!
მინდა ჩვენი სკოლის ერთი მოსწავლის შესახებ მოგითხროთ. ეს გახლავთ, VIა კლასის მოსწავლე, ქეთი მეისრიშვილი, ქეთის აქვს კლასიკური ჰოჯკინის ლიმფომა. ის გადიოდა ხანგრძლივ მკურნალობას საქართველოს და თურქეთის კლინიკებში. ამჟამად მას ესაჭიროება მკურნალობის კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი კურსი, თუმცა ოჯახის შესაძლებლობები ამოუწურავი არ არის. ამიტომ ქეთის ესაჭიროება ჩვენი დახმარება, რათა გამოჯანმრთელდეს და სრულად განკურნებული დაგვიბრუნდეს. ჩვენ, თითოეულ ჩვენგანს, შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ქეთის გამოჯანმრთელების საქმეში.
მოგმართავთ N99 საჯარო სკოლის მოსწავლეებს – ახლანდელებს თუ ყოფილებს, მშობლებს, მასწავლებლებს, მთლიანად ჩვენს სასკოლო თემს: ვასწავლოთ ჩვენ შვილებს სიკეთის კეთება, გავიღოთ ჩვენი წილი სიკეთე, დავდგეთ იქ, სადაც ყველაზე მეტად ვართ ამჟამად საჭირო და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დახმარება გავუწიოთ ქეთის.
გიზიარებთ ქეთის დედის, ქალბატონ შორენა გეთიაშვილის (ინფორმაციას ვასაჯაროებ ქალბატონ შორენა გეთიაშვილთან შეთანხმებით) ანგარიშის ნომრებს. თქვენი ძალიან დიდი იმედი მაქვს.
GE76BG0000000740974100
საქ. ბანკი
GE49TB7164945061100098
თიბისი ბანკი
მიმღები: შორენა გეთიაშვილი – ქეთის დედა
#ქეთისთვის ❤ ❤ ❤” – წერს სკოლის დირექტორი.