ჰოლივუდის მსახიობმა და გაეროს კეთილი ნების ელჩმა ანჯელინა ჯოლიმ უკრაინელებს მხარდაჭერის სიტყვებით მიმართა და რუსეთის ფედერაცია დამოუკიდებელ ქვეყანაზე ღია თავდასხმის გამო გააკრიტიკა. მან აღნიშნა, რომ ლოცულობს უკრაინისთვის და ყველაფერს აკეთებს რეგიონში დევნილთა და ლტოლვილთა ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად.
ანჯელინა ჯოლიმ საკუთარი პოზიცია ინსტაგრამის პირად გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც ვარსკვლავს 12 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
“როგორც მრავალი თქვენგანი, მეც ვლოცულობ უკრაინაში მცხოვრები ხალხისთვის. მე და ჩემი კოლეგები გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისიდან, ორიენტირებული ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა რეგიონში უზრუნველვყოთ დევნილთა და ლტოლვილთა ფუნდამენტური უფლებები“, – აღნიშნა ჯოლიმ.