რეპერმა ოქსიმირონმა დაგეგმილი კონცერტები ომის გამო გადადო (ვიდეო)
პოპულარულმა რუსმა რეპერმა ოქსიმირონმა საკუთარ ინსტაგრამზე მიმართვა გაავრცელა, სადაც ის ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დაგეგმილ კონცერტებს განუსაზღვრელი ვადით გადადებს.
მისი ექვსი კონცერტი ჯერ კიდევ დეკემბერში დაიგეგმა. ეს 6 წლიანი პაუზის შემდეგ რეპერის პირველი ალბომის – “Beauty and Ugliness” გამოცემის შემდეგ იყო.
ოქსიმირონს კონცერტები მარტში ჰქონდა დაგეგმილი, რასაც თაყვანისმცემლები დიდი ინტერესით ელოდნენ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2017 წლის შემდეგ რეპერს სოლო კონცერტები არ გაუმართავს. დაგეგმილ კონცერტებზე ბილეთები ერთ დღეში გაიყიდა, თუმცა დღეს მომღერალმა თაყვანისმცემლებს ყველა მისი დაანონსებული კონცერტის გადადების შესახებ ამცნო და მიზეზიც განმარტა.
“მე არ შეუძლია თაყვანისმცემლების გართობა, სანამ რუსეთი უკრაინასთან ომშია”, – აღნიშნა ოქსიმირონმა.