ანტონ გერაშჩენკო: დაე, მთელმა რუსეთმა, მთელმა მსოფლიომ შეხედოს პუტინის მიერ მოკლულ ბავშვს

უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, სადაც გამოსახულია მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც წუხელ, უკრაინაში რუსული თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა.

„ვაქვეყნებ პუტინის მიერ მოკლული ანტონ ტარასენკოს პასპორტს.

დაე, მთელმა მსოფლიომ, მთელმა რუსეთმა შეხედოს ამ გარდაცვლილ ბავშვს თვალებში.

რუსებო, ყველას უნდა გრცხვენოდეთ, რომ პუტინს უკრაინელი ბავშვების მოკვლის უფლება მიეცით“, – წერს გერაშჩენკო.

კომენტარები

სხვა სიახლეები