“ესეც გაივლის, ჩემო… დღეს შენთვის გათენდება, შენთვის გაბრწყინდება მზე!” – ბელა ალანიას ემოციური წერილი შალვა ნათელაშვილს

პოლიტიკოსი და “ლეობორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი დღეს, 17 თებერვალს, იუბილარია. მისი მეუღლე ბელა ალანია სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს:

„თენდება შენი 17 თებერვალი!

მსოფლიო ცივილიზაციის ისტორია, როგორც მუდამ, დღესაც მართალი, თამამი, მებრძოლი, პრინციპული, იდეალების მიმდევარი და დაუმორჩილებელი ადამიანების თავგანწირვით იწერება, მათი თავგანწირვით, ვინც პირადი კომფორტისთვის არ გაუჩუმდა უსამართლობას! ვინც მუდამ შეკაზმულ ცხენს არ გაჰყვა, არ მიატოვა მოყვასი, ვინც სხვისი შვილების კარგად ყოფნას ანაცვალა საკუთარი ოჯახის სიმშვიდე…

ასეთი ადამიანები იყვნენ და კიდევაც იქნებიან და საქართველოში

მათ უმრავლესობას საფლავსაც არ აღირსებენ ხოლმე, თუმცა უყვართ და ეთაყვანებიან.
ჩვენ ღმერთი დაგვიფარავს, რადგან ვუყვარვართ!
სხვაგვარად, უბრალოდ, არ შეიძლება!
ო, როგორ მიყვარს ბობოქარი ადამიანები!
რას დაგაკლებს შენ ვირუსი თუ განსაცდელი? შენ იმ სისხლის და გენის ხარ, ვისაც არაფრის ეშინია! თავისუფლება მთებმა გასწავლეს!
ესეც გაივლის, ჩემო…
დღეს შენთვის გათენდება, შენთვის გაბრწყინდება მზე!

შენი დღე დგება! გ ი ლ ო ც ა ვ!“, – წერს ბელა ალანია.

კომენტარები

სხვა სიახლეები