ლაშა ტალახაძის ახალი იმიჯის კურიოზული ისტორია

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ექიმი  გიორგი ჭინჭარაული  ლაშა ტალახაძის ახალ იმიჯზე წერს:

“ყველა ლაშას ულვაშზე ლაპარაკობთ და გეტყვით რა მოხდა
შეკრებაზე ვართ დუშეთში,
ვარჯშიდან მოვდივართ და ლაშამ ჩაილაპარაკა წვერს შევისწორებო ჩემითო.
ცოტახანში მეძახის, დავიწყე და ჩემი მანქანა დაჯდა, იქნებ შენი მომაშველოო
შევუტანე…
თავისი მანქანა ზომაზე ეყენა და ჩემსას კიდევ თავი არ ქონდა ზედ. ამან ინსტიქტურად ჩართო და ქვედა ყბიდან აიტარა ბოლომდე.
უცებ ისმის საშინელი გინების ხმა, მე გავრბივარ და ეს მომდევს.
ასე დარჩა წვერის და თმის გარეშე
მე სილურჯეებზე ვმკურნალობ.
თქვენ საღლიცინო მოგეცათ
მადლობა”. – წერს ჭინჭარაული.

კომენტარები

სხვა სიახლეები