ზურაბ ზვიადაურს ქალიშვილი შეეძინა

ოლიმპიური ჩემპიონი ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი და მისი მეუღლე  ხა­თუ­ნა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი   გო­გო­ნას  მშობლები  გახ­დნენ.
17 – წლი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ, ქარ­თველ ძი­უ­დო­ისტს  გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა, რო­მელ­საც მარ­თა და­არ­ქვეს.

2021 წლის აგ­ვის­ტო­ში ზვი­ა­და­უ­რე­ბის ოჯახს სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია და­ა­ტყდა თავს. 16 აგ­ვის­ტოს, თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ წი­ნან­დალ­ში, ე.წ. მუ­ხი­ა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რამ­დე­ნი­მე პირს შო­რის და­წყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, რა­საც ორ­მხრი­ვი სრო­ლა მოჰ­ყვა. ვა­სილ ცო­ცხა­ლაშ­ვილ­მა ჯაბა ჯან­გი­რაშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი ია­რა­ღი­დან ცე­ცხლი გახ­სნა, რა დრო­საც და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე ნიკა კენ­ჭოშ­ვი­ლის მხრი­დან სა­პა­სუ­ხო სრო­ლის შე­დე­გად ცო­ცხა­ლაშ­ვი­ლი და ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რის ძმა, ზვი­ად ზვი­ა­და­უ­რი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვალ­ნენ, ხოლო ზ.მ. და­იჭ­რა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­ვე კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლე ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურ­მა ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რა კენ­ჭოშ­ვი­ლი. ზვი­ა­და­უ­რი და ჯან­გი­რაშ­ვი­ლი 17 აგ­ვის­ტოს და­ა­კა­ვეს. ზვი­ა­და­ურს 8-15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

29 დე­კემ­ბერს სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი 50 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს, ჯაბა ჯან­გი­რაშ­ვი­ლი კი 5 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ, სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები