“გლდანი თბილისი არააო, ეგ არ უთქვამს”-ინგა გრიგოლია კახა კალაძესთან დაკავშირებით საზოგადოების კრიტიკას ეხმიანება
ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან დაკავშირებით საზოგადოების კრიტიკას ეხმიანება. კალაძე კრიტიკის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც მის მიერ ნათქვამი შემდეგი ფრაზა გავრცელდა – “გლდანში ვცხოვრობდი იმიტომ, რომ ბინა არ გვქონდა თბილისში.”
“ნუ შემომივარდებით და ნუ დამიწყებთ პოლიტიკური ქვეტექსტების ძებნას ამ სტატუსში. ძალიან გამაღიზიანა კალაძეზე და გლდანზე ატეხილმა ამბავმა და მომინდა დამეწერა….
ახლა რომ აიწია ერთი ამბავი და ვნებათაღელვა, მართლა არ ჰქონდა თბილისში ბინა კახის, მართლა გლდანში ცხოვრობდა, მგონი მამიდასთან, მართლა ძალიან უჭირდა, რამდენადაც ვიცი და არაფერი ტყუილი არ უთქვამს….
პლუს – გლდანი თბილისი არააო, ეგ არ უთქვამს. ობიექტურიბა ძალიან მნიშვნელოვანია კრიტიკისას. ნუ დავკარგავთ.
წლების წინ ყველანი რომ ვამაყობდით მისი საფეხბურთო წარმატებებით, ეგეც მისი შრომის შედეგი იყო იმ ნათესავის სახლიდან, გლდანიდან დადიოდა სავარჯიშოდ.
ხოდა, რა უბედურებაა ეს გლდანი თბილისი არაას აგორება, თან როცა არ უთქვამს.
P.s – “ოცნების” დავალებით არ ვწერ სტატუსს, ჩემი პირადი სათქმელია ამ “გლდანის აურზაურში.” – წერს ინგა გრიგოლია.