ლაგოდეხში, საცხოვრებელ სახლში 37 წლის ქალი ნონა ჭაბაშვილი გარდაცვლილი ოპოვეს, როგორც ირკვევა ყოფილმა მეუღლემ ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლი გაგუდა შემდეგ კი გაზით გაგუდვის ინსცენირება მოაწყო.
“ბრალდებულმა გ.ბ.-მ ყოფილი მეუღლე, 1984 წელს დაბადებულ ნ.ჭ. ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ სახლში არსებული ბუნებრივი აირის გაზქურის ონკანი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”. – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებაში.
როგორც ახლობლები ამბობენ გარდაცვლილს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, გოგონა მეუღლეს რამდენიმე თვის წინ გაშორდა და შვილებთან ერთად , ნაქირავებ ბინაში, ცხოვრობდა.
ნინა ჭაბაშვილი წლების განმავლობაში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანური რესურსების მართვის უფროს სპეციალისტად მუშაობდა.
ასევე ახლობლების თქმით 18 წლის წინ ნონას და ბუნებრივი აირის გაგუდვის შედეგად გარდაცვლილა. მშობლებს გოგონების გარდა ერთი უმცროსი ვაჟი დარჩათ.