“დაავადებები, რომლებსაც უნდა ველოდოთ არ იქნება ინფექცია, მხოლოდ მორწმუნეები გადარჩებიან” – ვანგას 2022 წლის წინასწარმეტყველება
ბულგარელი ბრმა ნათელმხილველი ვანგა (ვანგელია პანდევა გუშტეროვა) 1996 წელს გარდაიცვალა, მაგრამ ადამიანები მის პროგნოზებს და წინასწარმეტყველებებს დღემდე გაფაციცებით კითხულობენ.
ვანგას წინასწარმეტყველებით, 2022 წელს დესტრუქციულ მოვლენებს უნდა ველოდოთ მთელ მსოფლიოში.
თუმცა, ბულგარელი წინასწარმეტყველის აზრით, ცვლილებები შეიძლება იყოს პოზიტიურიც:
2022 წელს ვანგა კაცობრიობის აყვავებისა და განვითარების ახალი რაუნდის დაწყებას არ გამორიცხავს.
“ვანგას პროგნოზით 2021 წელი უფრო რთული იყო მისი თქმით კაცობრიობა ამ ინფექციას თავს დააღწევს რადგან წამალი ცნობილია, “ის ახლოსაა, თქვენ უბრალოდ ის უნდა დაინახოთ”, მაგრამ ეს აქ არ დასრულდება..
“ დაავადებები, რომლებიც მოსალოდნელია ინფექცია არ იქნება, ამ დაავადებით ადამიანები გაგიჟდებიან ჭკუიდან შეიშლებიან და მოკვდებიან, მხოლოდ მორწმუნეები გარადჩებიან”- ნათქვამია წინასწარმეტყველებაში
ვანგამ ასევე იწინასწარმეტყველა, რომ მსოფლიოში შიმშილი 2028 წლისთვის დასრულდება, დედამიწა ადამიანების ცხოვრებისთვის გამოუსადეგარი 2341 წლისთვის გახდება, ხოლო მარსის კოლონიები ბირთვულ იარაღს 2256 წლისთვის შეიძენენ.
ვანგას წინასწარმეტყველებით სამყაროს აღსასრული 5079 წელს დადგება.