“ჩემს ანას საახაწლო სურვილები აუსრულეს” – მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა მორიგი ოჯახი გაახარეს

მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა არაერთხელ გაახარეს ჩემი ოჯახი,
ჩემს ანას საახაწლო სურვილებიც აუსრულეს. ბედნიერი ვარ შვილების გახარებისთვის, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მარიამ კურდღელაშვილი წერს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს საახალწლო საჩუქრებისთვის მადლობას უხდის.

“ანა სულ მეკითხება, ჩემი გოგოები როდის მოვლენო.
მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა არაერთხელ გაახარეს ჩემი ოჯახი,
ჩემს ანას საახაწლო სურვილებიც აუსრულეს. ბედნიერი ვარ შვილების გახარებისთვის. მადლობა ყველა თანამშრომელს ამ სიკეთისა და თანადგომისთვის. ჩემი და ჩემი ოჯახისთვის ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია”, – წერს მარიამ კურდღელაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ირკვევა, ეს მსგავსი ოჯახების დახმარების პირველი შემთხვევა არაა და მომსახურების სააგენტოში უკვე ტრადიციად იქცა შეჭირვებული ოჯახების დახმარება.

“მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ყოველთვიურად ვაგროვებთ თანხას, საყოფაცხოვრებო ნივთებს და ვეხმარებით მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა. მცირე დროში, 6 თვეში შევძელით და დავეხმარეთ 19 ოჯახს და რამდენიმე მარტოხელა მოხუცს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს აქტივობა არ იყოს ერთჯერადი ხასიათის, არამედ ვცდილობთ, რომ ერთიანი ძალებით მუდმივად შევუმსუბუქოთ ყოფა ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ. ჩვენთვის მთავარი, ადამიანების ბედნიერი ემოციებია”, – აცხადებენ მომსახურების სააგენტოში.

კომენტარები

სხვა სიახლეები