ჯიმშერ ჭელიძე: „გავრცელებული ცრურწმენების, ანტივაქსერული აზრების არ მჯერა – გამოსავალი ვაქცინაციაშია“
„სიმართლე გითხრათ, მე ვირუსის არ მეშინოდა, მაინც ვფიქრობდი, რომ სპორტსმენი, ჯანმრთელი ადამიანი ვარ. მაგრამ შემეშინდა ოჯახის წევრების გამო, რომ მათთვის არ მიმეტანა ვირუსი სახლში“,- „სთრონგმენი”, სამჭიდელი ჯიმშერ ჭელიძე აღნიშნავს, რომ პანდემიის პირობებში, რთულ ვითარებასთან ბრძოლისას ერთადერთი იარაღი ვაქცინაციაა და მისი საშუალებით უნდა დაიცვან ადამიანებმა სიცოცხლე.
„ზაფხულში ავიცერი. სიმართლე გითხრათ, ვირუსის არ მეშინოდა, მაინც ვფიქრობდი, რომ სპორტსმენი, ჯანმრთელი ადამიანი ვარ. მაგრამ შემეშინდა ოჯახის წევრების გამო, რომ მათთვის არ მიმეტანა ვირუსი სახლში. აცრის ერთ-ერთი მოტივაცია ჩემთვის სპორტიც იყო, შეჯიბრებებზე გამოსვლისთვის, დარბაზში ვარჯიშისთვის პრობლემები რომ არ შემქმნოდა.
აცრა პანდემიის დასასრულებლად ძალიან მნიშვნელოვანია. ვაქცინები იქმნება იმისთვის, რომ ეს ვირუსი მორჩეს, დამარცხდეს. ამიტომ აუცილებლად უნდა ავიცრათ.
საზოგადოებაში გავრცელებული ცრურწმენების, ანტივაქსერული აზრების არ მჯერა. ყველა ვარიანტში უმჯობესია, რომ აცრილი იყოს ადამიანი, რათა დავიცვათ თავი. ამ წუთში, გამოსავალი არის ერთადერთი და ეს არის – ვაქცინაცია “,- ამბობს ჯიმშერ ჭელიძე.