„დავიკეტეთ, დროებით – გენაცვალოთ ელზა დეიდა, გთხოვთ, აიცრათ”

თბილისში ცნობილი მეგრული სამზარეულო – სასადილო „მაფშალია“ დაიკეტა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია.

როგორც „გარდენიას” მფლობელი ზურა შევარდნაძე წერს, სასადილოს მასპინძელმა „მწვანე სტატუსის“ არმქონე კლიენტები „ვერ მოიგერია“ და ობიექტის დაკეტვა მოუწია.

„რადგან ორშაბათი დასვენების დღეა, ჩემთვის ქალაქის საქმეებს ვგეგმავ ხოლმე.
ექიმთან, ბანკში, არქივში, აფთიაქში და გამომცემლობაში ორშაბათობით დავდივარ.
საქმე მოვილიე და, როგორც ამას ბოლო დროს ხშირად ვაკეთებ, მარჯანიშვილის ქუჩაზე, ნახევარსარდაფში, მეგრულ სასადილოს მივაშურე – დღეს ზაქარიასთან ერთად. დაკეტილი დამხვდა, შუშის კარებზე ქალბატონ ელზას წერილი გამოუკრავს.
გვერდით მეორადი ტანსაცმლით მოვაჭრემ გვითხრა, რომ ვერ მოიგერია „არამწვანეპასპორტიანი“ შინაური კლიენტები, ვერ ეუბნებოდა, არ გასადილებთო, ჯარიმის შეეშინდა და დაკეტვა არჩიაო.
ასე დავრჩით დღეს ელარჯის და კუპატის გარეშე”, – წერს შევარდნაძე.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები