„აიცერით, მეგობრებო, ნუ დარჩებით საკუთარი ფობიების მძევლებად.
ომია ჩვეულებრივი, სასტიკი ომი. მოხუცები, ხანდაზმულები, ფეხმძიმე გოგოები იღუპებიან და ბავშვები უდედოდ რჩებიან“, – საქართველოს პირველი არხის თანამშრომელი მაია ჭკუასელი საზოგადოებას კოვიდსაწინააღმდეგო აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„აიცერით, მეგობრებო, ნუ დარჩებით საკუთარი ფობიების მძევლებად.
ომია ჩვეულებრივი, სასტიკი ომი. მოხუცები, ხანდაზმულები, ფეხმძიმე გოგოები იღუპებიან და ბავშვები უდედოდ რჩებიან.
საქართველოს ისტორია სულ მტრებთან ბრძოლის ქრონოლოგიაა, უახლესი ისტორიაც ესაა. იმ მებრძოლი ხალხის შვილები ვართ ჩვენც. არც ბაბუაჩემს უვარდებოდა სახლში, ფიროსმანის ქუჩაზე, გერმანელი… სამი შვილი დატოვა, საომრად წავიდა და აღარც დაბრუნდა. მართლა ძალიან უხერხულია ამდენი ხანი აცრაზე საუბარი. მე თვითონ მრცხვენია უკვე და მეუხერხულება.
პლანეტის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ორივე დოზით აცრილია და ამდენ ხალხს თუ რამე დაემართა, მაშინ ან მაია ჭკუასელიც რატომ უნდა იყოს ცოცხალი. ანტივაქსერების შიშებს, ბოდვებს და ჭამა-კრუსუნს ვუსმინო? არა, გენაცვალე, მადლობა რა“… – წერს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი.