რესპუბლიკური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი გოგა ბერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მოქალაქეებს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს. როგორც ბერიძე წერს, ბუსტერი გაიკეთა, რადგან აცნობიერებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მაღალი რისკია გახდეს კოვიდინფექციის გამავრცელებელი.
მისი თქმით, ვაქცინირებული ადამიანები, რა თქმა უნდა ინფიცირდებიან, თუმცა მათ 99%-ს ვირუსი მარტივი ფორმით გადააქვს.
“რომ ვიცი, რა ხდება ბოქსირებულ პალატებსა და რეანიმაციულ განყოფილებაში, რომ ვხვდები რამხელა რისკია გავხდე კოვიდინფექციის გამავრცელებელი… გავიკეთე ფაიზერით ბუსტერი…
PS გთხოვთ, ნუ დაიღლებით და ნუ დამღლით კომენტარებში ფრაზით “ვაქცინირებულებიც ინფიცირდებიან”… აქვე დავწერ: ინფიცირდებიან, მაგრამ 99% მარტივი ფორმით ახერხებს გამოჯანმრთელებას”, – წერს გოგა ბერიძე სოციალურ ქსელში.