პატარა ვაკო მამიკოს გამოჯანმრთელებას ელოდება – ვალერი სიჭინავას საზოგადოების დახმარება სჭირდება(ვიდეო)

ვალერი სიჭინავას საზოგადოების დახმარება სჭირდება. მკურნალობის გასაგრძელებლად ოჯახს 9000 დოლარი სჭირდება, რისი ნახევრის შეგროვება უკვე შეძლეს. ახლა კი დახმარებისთვის საზოგადოების იმედი აქვთ.

“პატარა ვაკო ცდილობს მზრუნველობა არ მოაკლოს მამიკოს და ელოდება მის გამოჯანმრთელებას, რათა ისევ შეძლოს მასთან ერთად თამაში და ჭიდაობა. მეგობრებო აქამდე თქვენი გვერდში დგომით მოვედით. თითოეულ თეთრს დიდი მნიშვნელობა აქვს ვალერის ჯანმრთელობისთვის. ამიტომ გთხოვთ მოვაწყოთ 1 ლარის აქცია, მეგობრებო, მხოლოდ 1 ლარით რომ დავეხმაროთ ვინც პოსტს ნახავს ან გააზიარებს.
გვესაჭიროება 9000 დოლარი. ამ ეტაპზე მხოლოდ თანხის ნახევარი გვაქვს, დანარჩენი ნახევრის მობილიზებასაც შევძლებთ თქვენი დამსახურებით. ვალერის თქვენი მხარდაჭერის იმედი აქვს.
ასევე გთხოვთ ლოცვებში მოიხსენიოთ ვალერიანი

GE61BG0000000366152208 (საქართველოს ბანკი) მიმღები მეუღლე ნინო გულუა

GE24TB7969745061100078 (თიბისი ბანკი ლარის, დოლარის და ევროს ანგარიში) მიმღები მეუღლე ნინო გულუა

პირადი ნომერი 39001017305 ნინო გულუა “,- წერს ვალერი სიჭინავას ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები