რესტორატორი ნინა იაშვილი იმედოვნებს, რომ 2022 წელს მაინც შევძლებთ პანდემიის დამარცხებას, რისთვისაც საზოგადოებას აცრისკენ მოუწოდებს.
“1 თვე დარჩა ამ წლის დასრულებამდე და იმედი მაქვს, 2022 წელს მაინც მოვერევით პანდემიას და შევძლებთ დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რითმს. მაგრამ ამას ვერ გავაკეთებთ, თუ არ ავიცრებით და არ გავუფრთხილდებით ერთმანეთის ჯანმრთელობას. ვაქცინა გვიცავს და გთხოვთ, ავიცრათ ერთმანეთისთვის”, – წერს რესტორატორი ნინა იაშვილი სოციალურ ქსელში.